ყოველი ოთხი ქალიდან სამს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი სოკოვანი ინფექცია, რომელიც ცნობილია როგორც ვაგინალური კანდიდოზი. ეს არის ვაგინის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება, რომლის გამომწვევიცაა სოკო კანდიდა. ის წარმოადგენს პირობით-პათოგენურ სოკოს, რომელიც ნორმალური ვაგინალური მიკროფლორის ნაწილია, თუმცა რიგი ფაქტორების ზეგავლენით ანთებით პროცეს იწვევს.
ქალების
70-75%
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია
ქალების
40-45%
ჰქონია განმეორებითი ეპიზოდი
ქალების
5-8%
აქვს ქრონიკული სახით
მითები ვაგინალური მიკოზის შესახებ
ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
მითი N1: სოკოვანი ინფექციით მხოლოდ ქალები შეიძლება დაინფიცირდნენ
გაიგე რეალობა
მითი N2: ვაგინალური კანდიდოზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა
გაიგე რეალობა
მითი N3: თუ ქალს ერთხელ განუვითარდა გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ეს ნიშნავს ამ ინფექციის მუდმივად არსებობას
*გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომების ქონის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით, თუ პირველად გაქვთ მსგავსი ჩივილები, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება მსგავსი იყოს სხვა ინფექციების, როგორიცაა ბაქტერიული ვაგინიტი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
მკურნალობა
ვაგინალური სოკოვანი ინფექციის მკურნალობა, თუ სახეზე არ გვაქვს გართულები ან ქრონიკული ფორმა, ხშირ შემთხვევაში მარტივი და ხანმოკლე პროცესია.
მკურნალობის საშუალო ხარგძლივობაა სამიდან შვიდ დღემდე, რომლის დროსაც სიმტპომების გაქრობა შეიძლება მკურნალობის პირველივე დღესვე გვქონდეს სახეზე.
ფენტიკონაზოლი
ფენტიკონაზოლი არის ეფექტური საშუალება ვაგინალური მიკოზის ადგილობრივი მკურნალობისას.
ფენტიკონაზოლის ჯგუფის წამლები იყოფა ორ კატეგორიად:
კაფსულა (სანთელი)
კრემი
ეფექტურობა
ფენტიკონაზოლი, სოკოვანი ინფექციის მკურნალობასთან ერთად, დადებითად მოქმედებს ანთებით პროცესზე და ამცირებს გაღიზიანებით გამოწვეულ დისკომფორტს.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს
პრევენცია
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს ინფექციის განმეორების რისკი, თუმცა თქვენი ყოველდღიურობის მცირედი ცვლილებებით ამ რისკების მინიმუმამდე შემცირება მარტივადაა შესაძლებელი.
გამოიყენეთ ბამბის ტანსაცმელი
შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიცვალეთ სველი ტანსაცმელი
მოერიდეთ პარფიუმერიის შემცველ საპნებსა და ჰიგიენურ საშუალებებს
მოერიდეთ უხეში ქიმიკატების შემცველ პროდუქტებს
არ გამოიყენოთ მოჭერილი ტანსაცმელი
მოიხმარეთ ნატურალური ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ამცირეს გაღიზიანების რისკებს
რაციონში შეამცირეთ შაქრის რაოდენობა
პარტნიორის არსებობის შემთხვევაში, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი ერთად
მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს
ვაგინალური მიკროფლორა და ვულვოვაგინიტი
ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ვულვავაგინიტი არის გარე სასქესო ორგანოების, ვულვის და საშოს ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ნორმალური მიკროფლორის დარღვევით გამოწვეული პროცესია.
ჯანმრთელი ვაგინალური მიკროფლორა, რომელშიც ლაქტობაქტერიები 95%-ს შეადგენენ, იცავს ვაგინას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. დარჩენილი 5% პირობითად პათოგენური ორგანიზმებია, როგორიცაა Mobiluncus, Gardnerella, და Candida albicans.
მიკროფლორის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენების გააქტიურება და ინფექცია. ვულვავაგინიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ვულვავაგინალური კანდიდოზი, რომლის გამომწვევია სოკო Candida albicans.