ზღვა, მზე და… დისკომფორტი?

დაიცავი თავი ვაგინალური მიკოზისგან!

მაღალი ტემპერატურა და ტენიანი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის ისეთი უსიამოვნო ინფექციისათვის, როგორიცაა ვაგინალური მიკოზი, ანუ ვაგინალური კანდიდოზი. თუმცა სწორი რჩევებისა და პრევენციული ნაბიჯების დაცვით შეგვიძლია თავი ავარიდოთ ამ პრობლემას და ვისიამოვნოთ ზაფხულის სეზონით მაქსიმალურად კომფორტულად.

თავდაპირველად გავიხსენოთ თუ რა არის ვაგინალური მიკოზი

ვაგინალური ინფექციები ჩვეულებრივ გამოწვეულია მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდით, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება საშოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც ქალები აწყდებიან. ვულვოვაგინიტის შემთხვევების ერთ მესამედზე პასუხისმგებელია პოლიმორფული ოპორტუნისტული სოკო, ე.წ. Candida Albicans-ი. Candida-თი გამოწვეული ინფექცია ცნობილია ვაგინალური კანდიდოზისა ან კანდიდოზური ვულვოვაგინიტის სახელით.

ქალების

70-75%

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია

ქალების

40-45%

ჰქონია განმეორებითი ეპიზოდი

ქალების

5-8%

აქვს ქრონიკული სახით

ქალების

15%

GYORA-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში გასცა სწორად პასუხი ყველა კითხვას ვაგინალურ მიკოზთან დაკავშირებით

ზაფხულში

30%-ით

იზრდება ვაგინალურ მიკოზთან დაკავშირებული მიმართვიანობა

როგორ არ უნდა მოვიქცეთ

პაციენტი: ქალბატონი 21 წლის, სტუდენტი

ექიმთან მიმართვის მიზეზი: ქავილი, წვა და თეთრი გამონადენი

ანამნეზი:

პაციენტი იმყოფებოდა საზოგადოებრივ აუზზე და დღის განმავლობაში რამოდენიმე საათით ატარებდა სველ საცურაო კოსტიუმს. ერთი კვირის შემდგომ დაეწყო სიმპტომები, აღნიშნებოდა ქავილ და წვა გარე სასქესო ორგანოების არეში, ასევე სქელ თეთრ გამონადენი და დისკომფორტი შარდვისას. თავდაპირველად მან არ იცოდა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სიმპტომები და არ ჰქონდა ინფორმაცია ვაგინალური მიკოზის შესახებ, რის გამოც მიმართა თვითმკურნალობას – ე.წ. „საყოფაცხოვრებო რჩევების“ გამოყენებით. თვითნებური მკურნალობის შედეგად სიმპტომები დროებით შესუსტდა, თუმცა რამდენიმე კვირაში ისევ განუახლდა და უფრო ინტენსიური ფორმით დაბრუნდა, რაც უკვე რეციდივზე მიუთითებდა.

ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

რატომ იმატებს სოკოვანი ინფექციები ზაფხულში?

ზაფხულში იზრდება ფაქტორები, რომლებიც ქმნის ხელსაყრელ გარემოს სოკოვანი ინფექციებისთვის:

ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ვაგინალური სოკოვანი ინფექციის სიმპტომები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება გამოვიცნოთ ვაგინალური მიკოზის არსებობა.

ვაგინალური კანდიდოზის სიმპტომებია:

ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

პრევენცია

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არსებობს ინფექციის რისკი, თუმცა თქვენი ყოველდღიურობის მცირედი ცვლილებებით ამ რისკების მინიმუმამდე შემცირება მარტივადაა შესაძლებელი.

გამოიყენეთ ბამბის ტანსაცმელი

აირჩიეთ მხოლოდ ბამბის თეთრეული, ის „სუნთქავს“ და არ აკავებს ტენს. თავი აარიდეთ ვიწრო, სინთეტიკურ ქვედა საცვლებს.

სწრაფად გამოიცვალეთ სველი ტანსაცმელი

არ იაროთ სველი საცურაო კოსტიუმით.

სითბო + ტენიანობა = სოკოს გამრავლებისთვის საუკეთესო გარემოა.

მოერიდეთ პარფიუმერიის შემცველ საპნებსა და ჰიგიენურ საშუალებებს

მოერიდეთ სურნელოვან პროდუქტებსა და  უხეშ ქიმიკატებს, მათ შეუძლიათ მიკროფლორის დარღვევა.

არ გამოიყენოთ ვაგინალური გამორეცხვის საშუალებები რეგულარულად

ვაგინა თვითრეგულირებადი ორგანოა და ხშირი ჩარევა მის ბალანსს არღვევს.

მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს

მიიღეთ მეტი წყალი, საკვები მდიდარი ვიტამინებითა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – ეს ყველაფერი ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას აძლიერებს.

იყავით ფრთხილად საზოგადოებრივ ადგილებში

აუზზე, საუნაში ან სანაპიროზე გამოიყენეთ პირადი ნივთები.

ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა

ლომექსინი

ფენტიკონაზოლი

ლომექსინი 2% 78გრ. ვაგინალური კრემი
ლომექსინი 1000მგ 1 ვაგინალური კაფსულა
ლომექსინი 600მგ. 2 ვაგინალური კაფსულა

ლომექსინი

ფენტიკონაზოლი

სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლისას წამყვან როლს ანტიფუნგალური პრეპარატები ასრულებს. მათ შორის ეფექტური არჩევანია ფენტიკონაზოლის შემცველი საშუალებები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც 2%-იანი კრემი (78 გ), ასევე ვაგინალური კაფსულების სახით — 1000 მგ N1 და 600 მგ N2.

ეს პრეპარატები გამოირჩევა ფართო სპექტრის ანტიმიკოზური მოქმედებით და ახდენს გავლენას ასევე გრამდადებით ბაქტერიებზე, რაც დამატებით ანტიბაქტერიულ დაცვას უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დისკომფორტი, მისი შესაძლო გართულებები და განმეორებითი ინფიცირება, რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორების ერთდროული მკურნალობა. ეს მნიშვნელოვანწილად ზრდის თერაპიის ეფექტურობას და ხელს უწყობს სრულ გამოჯანმრთელებას.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

ლომექსინი 2% 78გრ. ვაგინალური კრემი

ანოტაციის გასაცნობად აირჩიეთ სასურველ გვერდზე

ვიდალი / Vidal

პე ეს პე / PSP

ავერსი / Aversi

ფარმადეპო / Pharmadepot

ჯიპისი / GPC

ლომექსინი 1000მგ 1 ვაგინალური კაფსულა

ანოტაციის გასაცნობად აირჩიეთ სასურველ გვერდზე

ვიდალი / Vidal

პე ეს პე / PSP

ავერსი / Aversi

ფარმადეპო / Pharmadepot

ჯიპისი / GPC

ლომექსინი 600მგ. 2 ვაგინალური კაფსულა

ანოტაციის გასაცნობად აირჩიეთ სასურველ გვერდზე

ვიდალი / Vidal

პე ეს პე / PSP

ავერსი / Aversi

ლომექსინი შეგიძლიათ შეიძინოთ

ავერსი / Aversi

პე ეს პე / PSP

ჯიპისი / GPC

ფარმადეპო / Pharmadepot