სტატისტიკა

ცნობიერების დონე ვაგინალური მიკოზის შესახებ

ვაგინალური მიკოზი (სოკოვანი ინფექცია) ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო მრავალი მცდარი წარმოდგენა და ინფორმაციული ხარვეზი არსებობს.

კვლევა ვაგინალური მიკოზის შესახებ

მიზანი

საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარდა ონლაინ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალებში ვაგინალური მიკოზის შესახებ ცნობიერების შეფასებას, ასევე მითებისა და რეალობის გარკვევას.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა ანონიმური ონლაინ კითხვარის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 255-მა ქალმა. კითხვარი მოიცავდა თემებს, როგორიცაა ვაგინალური მიკოზის გამომწვევი ფაქტორები, სიმპტომების აღქმა და მკურნალობის მიდგომები.

შედეგები

ცნობიერება რისკ-ფაქტორების შესახებ

ცნობიერება რისკ-ფაქტორების შესახებ​
ცნობიერება პრევენციის გზების შესახებ​

ცნობიერება პრევენციის გზების შესახებ​

წარმოდგენები ექიმთან მიმართვის შესახებ

წარმოდგენები ექიმთან მიმართვის შესახებ

წარმოდგენა ინფორმირებულობის დონის შესახებ

წარმოდგენა ინფორმირებულობის დონის შესახებ​

ინფორმირებულობის დონე და ზოგად შედეგები

ინფორმირებულობის დონე და ზოგად შედეგები

დასკვნები და რეკომენდაციები

აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალებისთვის სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდება ინტიმური ჯანმრთელობის შესახებ.

საინტერესოა ის გარემოებაც რომ ყველა კითხვაზე სწორად უპასუხა მხოლოდ 15%-მა, ხოლო 85% ფიქრობს რომ საკმარის ინფორმაციას ფლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზ უსვამს სწორი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას გავრცელებული ცრურწმენების საწინააღმდეგოდ.

პრობლემის ეფექტური მართვისთვის  აუცილებელია მოხდეს  საგანმანათლებლო კამპანიების გაძლიერება, მითების დამსხვრევა და პროფილაქტიკური მიდგომების პოპულარიზაცია.