ფენტიკონაზოლი – ნათია სტურუა

სარჩევი

რა არის ფენტიკონაზოლი?

ფენტიკონაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება იმიდაზოლების ჯგუფს და გამოიყენება სოკოვანი ინფექციების, მათ შორის ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ.

მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ერგოსტეროლის სინთეზის დარღვევას და უჯრედის მემბრანის გამტარობის გაზრდას. ფენტიკონაზოლის მიერ ერგოსტეროლის სინთეზის დარღვევის გამო, სოკოს უჯრედები ვეღარ მრავლდებიან, რაც აჩერებს ინფექციის პროგრესირებას და საშუალებას აძლევს ორგანიზმს, უფრო სწრაფად მოიშოროს სოკო.

ფენტიკონაზოლის უპირატესობები

ფენტიკონაზოლის უპირატესობები სხვა საშუალებებთან შედარებით:

  • ფენტიკონაზოლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი უნარი, იმუშაოს სოკოს იმ შტამების წინააღმდეგ, რომლებიც მდგრადი არიან სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ეს გამოწვეულია ფენტიკონაზოლის ფართო სპექტრის მოქმედების უნარით და ეფექტურად ებრძვის სოკოებს, რომლებიც ადაპტირებულნი არიან სხვა თერაპიებისადმი. 
  • ფენტიკონაზოლის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. ხელმისაწვდომია კრემის 2% 78გ და ვაგინალური კაფსულების: 1000 მგ N1,600 მგ N2 ფორმით. ფენტიკონაზოლი  გამოიყენება ადგილობრივად, რაც მას საშუალებას აძლევს პირდაპირ იმოქმედოს ინფექციის წყაროზე. ამის გამო, ფენტიკონაზოლი სწრაფად მოქმედებს და აქრობს ანთებით პროცესს, რითაც ამცირებს სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვა და გამონადენი. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია სისტემური თერაპიაც, თუ ინფექცია უფრო გავრცელებულია.
  • ფენტიკონაზოლის ერთ-ერთი უპირატესობაა უნარი, სწრაფად აალაგოს სიმპტომები. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტები გაუმჯობესებას გრძნობენ მკურნალობის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში. ეს გამოწვეულია იმით, რომ პრეპარატი არა მხოლოდ კლავს სოკოებს, არამედ ამცირებს ინფექციით გამოწვეულ ანთებას.
  • ფენტიკონაზოლი ინარჩუნებს თავის აქტიურობას თერაპიის დასრულების შემდეგაც. ეს ხელს უშლის ინფექციის რეციდივს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ინფექციას ხშირად ახლავს რეციდივი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ფენტიკონაზოლის მთავარი მიზანი სოკოს ინფექციის განადგურებაა, მას ასევე აქვს არაპირდაპირი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ამცირებს ინფექციით გამოწვეულ გაღიზიანებას და ანთებას. ეს ეხმარება ლორწოვანის ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში.

მნიშვნელოვანი

მიუხედავად იმისა, რომ ფენტიკონაზოლი ძალიან ეფექტურია, მისი დანიშვნა ექიმის მიერ უნდა მოხდეს. თვითმკურნალობა შეიძლება არა მხოლოდ უშედეგო, არამედ სახიფათოც იყოს, რადგან ვულვოვაგინიტის სიმპტომები შესაძლოა სხვადასხვა გამომწვევის შედეგად განვითარდეს, როგორიცაა ბაქტერიები ან ვირუსები.

სწორი დიაგნოზი პირველი ნაბიჯია წარმატებული მკურნალობისკენ.

შეჯამება

ფენტიკონაზოლი თანამედროვე პრეპარატია, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ებრძვის სოკოვან ინფექციებს, როგორიცაა ვულვოვაგინიტი. ის ბლოკავს სოკოების ზრდას, ამცირებს ანთებას და ხსნის ქავილსა და წვას.