ვაგინალური მიკროფლორა და ვულვოვაგინიტი – ეთერი მღებრიშვილი

სარჩევი

ვაგინალური მიკროფლორა

ქალური ჯანმრთელობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ვაგინალური მიკროფლორა, მიკრობიოტა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია.

ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე წყლების არადროული დაღვრა, ზოგიერთი შეწყვეტილი ორსულობა, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ვაგინალური მიკრობიოტას დარღვევასთან.

საშოს და საშვილოსოს მიკრობიოტა სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელი ვაგინალური მიკრობიოტა წარმოდგენილია 95% ლაქტობაქტერიებით.

5% ს წარმოადგენს პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები: Mobiluncus, Gardnerella, Candida albicans და ასე შემდგეგ..

გარკვეულ გარემოებებში ლაქტობაცილების რაოდენობა მცირდება და აქტივირდებიან პირობით  პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთაგან  ყველაზე ხშირად გვხვდება სოკო – Candida albicans. ამ ტიპის სოკოს აქვს მაღალი ადჰეზიური უნარი და ადვილად ეჭიდება ვაგინალურ ეპითელიარულ უჯრედებს, აქტივირდება და პროგრესირებს. ეს პროცესი იწვევს შემდგომ სიმპტომო კომპლექსს:

სიწითლე, ქავილი, წვა, უხვი რაოდენობით გამონადენი საშოდან, კანის სიმშრალე, ნახეთქები და წყლულები.

რა უნდა ვიცოდეთ კანდიდოზური ვულვოვაგინიტის შესახებ?

ქალების უმრავლესობისთვის გამონადენი საშოდაან ასოცირებულია სოკოსთან, თუმცა მხოლოდ 33% ში არის გამომწვევი სოკოვანი ინფექციები.სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ანთებითი დაავადება, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ჯამმრთელობაზე.
 
რისკ ფაქტორები: ორსულობა, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე, ზოგი პრეპარატების მიღება,მაგ.  ანტიბიოტიკოთერაპია, გლუკოკორტიკოიდები,ქიმიოთერეაპია,  ვირუსული დაავადებები. ასევე ხშირია ქალებში სოკოვანი ინფექციები რომლებიც იყენებენ ვაგინალურ გამორეცხვებს.
 
დიაგნოსტიკა: ნაცხის ბაქტერიოლოგია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია,PCR დიაგნოსტიკა. სოკოს 85% წარმოადგენს candida albicans, 15% – candida non albicans, რომლის აღმოსაჩენად აუცილებელია PCR დიაგნოსტიკა.
 
მკურნალობა: მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია რამდენად სწორად იყენებს ექიმის დანიშნულებას პაციენტი. ხშირად ერთჯერადი კურსი საკმარისია, არსებობს პეროლარული და ვაგინალური პრეპარატები. ვაგინალური მკურნალობისთვის არსებობს უამრავი თანამედროვე ფორმულები, ერთ-ერთი არის ფენტიკონაზოლი, დახვეწილი, ეფექტური და კომფორტული რომელიც წარმოდგენილია სამი გამოშვების ფორმით: 1000მგ N1 კაფსულა რომელიც გამოიყენება მწვავე კანდიდოზის დროს, 600მგ N2 კაფსულა, კრემი 2% 78გ რომელიც ძალიან კომფორტულია ქავილის და შეშუპების მოსახსნელად.
 

არსებობს მორეციდივე ვულვოვაგინიტის რთული ფორმები, რომლის მკურნალობის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ექიმმა.