რა არის მიკოზი?
მიკოზი არის სოკოს რომელიმე სახეობით გამოწვეული ინფექცია, რომელიც შეიძლება იყოს ლოკალური და გავრცელებული. ზოგადად სოკო კანდიდა მიიჩნევა ნორმალური მიკრობიოტის ნაწილად, თუმცა ადამიანის კუჭ-ნაწლავში და საშარდე სისტემაში, მათ აქვთ უნარი გამოიწვიონ ინფექცია.
რა არის ვაგინალური მიკოზი, ანუ საშოს სოკოვანი ინფექცია?
ვულვოვაგინალური კანდიდიაზი (იგივე სოკოთი გამოწვეული ქალის სასქესო სისტემის ინფექცია), საშოში და შორისის მიდამოში ქავილის და გამონადენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევია. მხოლოდ ვაგინალური სოკოს აღმოჩენა არ არის დაავადების მანიშნებელი, რადგან 25% ქალების ორგანიზმში ისინი ნორმალური ვაგინალური ფლორის ნაწილია.
რამდენად ხშირია სოკოთი გამოწვეული ვულვოვაგინიტი?
სოკოვანი ვულვოვაგინიტი არის ვაგინიტის ჩივილების გამომწვევი მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი (ბაქტერიულის შემდგომ) და ითვლის ვაგინიტების 1/3 -ს.
რა არის ვულვოვაგინალური მიკოზების რისკ-ფაქტორები?
ხშირად სოკოთი გამოწვეული ვულვოვაგინიტი, გამოკვეთილი რისკ-ფაქტორის გარეშე გვევლინება, თუმცა არსებობს რიგი მდგომარეობები, რომლების დროსაც მომატებული რისკია, მაგ.: შაქრიანი დიაბეტი, ანტიბიოტიკებით მკურნალობა, გაზრდილი ესტროგენების რაოდენობა – ვულვოვაგინალური მიკოზები გვხვდება ორგანიზმში მომატებული ესტროგენების რაოდენობის დროს (მაგ.: ორსულობა, მენოპაუზაში ესტროგენებით მკურნალობა), ასევე მომატებული რისკია იმუნოსუპრესიის დროს, ანუ როდესაც ადამიანის იმუნიტეტი დაქვეითებულია (მაგ. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ჰორომონებით, ან აქვთ იმუნოდეფიციტის ვირუსი) და მნიშვნელოვანია აგრეთვე გენეტიკური ფაქტორები. -ასევე, გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ვულვოვაგინალური მიკოზის გამოწვევაზე: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, კონტრაცეპტიული მოწყობილობები, სქესობრივი ქცევა – ვულვოვაგინალური მიკოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს, რადგან სოკოს სხვადასხვა სახეობები ნორმალური ვაგინალური ფლორის ნაწილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვულვოვაგინალური მიკოზი არ არის კავშირში სქესობრივ აქტივობასთან, რადგან სოკოვანი ინფექციების უმეტესი შემთხვევები ფიქსირდება მაშინ, როდესაც ქალები იწყებენ აქტიურ სქესობრივ ცხოვებას.
რა ჩივილებით და სიმპტომებით მოგვმართავენ პაციენტები ვულვოვაგინალური მიკოზების დროს?
ამ დროს ძირითადი ჩივილია ქავილი ვულვოვაგინალურ მიდამოში, ასევე პაციენტები უჩივიან ვულვის მიდამოში წვის შეგრძნებას, სიმშრალეს და გაღიზიანებას, ასევე შესაძლოა დამატებით ქონდეთ მოშარდვისას წვის შეგრძნება და ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.
ფიზიკალური გასინჯვით, პაციენტებს აღენიშნებათ ვულვის და საშოს სიწითლე, ვულვის შეშუპება. აგრეთვე, პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ საშოდან გამონადენი, მცირე ოდენობით, თეთრი ფერის, სქელი კონსისტენციის.
რას მოიცავს ვულვოვაგინალური მიკოზის დიაგნოსტირება?
პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ვაგინალური pH განსაზღვრა და მიკროსკოპია, რაც ნიშნავს საშოს კედლიდან და გამონადენიდან ნაცხის აღებას და მის მიკროსკოპში შეფასებას. სოკოთი გამოწვეული ვაგინიტების დროს საშოს pH უცვლელია, რაც საშუალებას გვაძლევს დიფერენცირება მოვახდინოთ სხვა გამომწვევისგან, მაგ: ბაქტერიული ვაგინიტისგან ან ტრიქომონიაზისგან. აგრეთვე, ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დაზუსტებისათვის დამატებით კულტურალური კვლევაც გვჭირდება.
ვის ჭირდება მკურნალობა ვულვოვაგინალური მიკოზის დროს?
მკურნალობა ესაჭიროებათ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ვუვლოვაგინიტის კლინიკური ნიშნები დადასტურებული დიაგნოზით. ასიმპტომურ პაციენტებს, რომლებსაც შემთხვევით, სხვა კვლევის დროს დაუდგინდათ მიკოზი, არ საჭიროებენ ჩარევას. რეპროდუქციული ასაკის ქალების უმეტესობაში, კანდიდა ნორმალური საშოს ფლორის ნაწილია. -მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავეზე, გართულებულია თუ გარუთულებელი. გაურთლებელი მიკოზის კრიტერიუმებია – ინფიცირების იშვიათი შემთხვევები (წელიწადში 3 შემთხვევაზე ნაკლები), არაორსული პაციენტი, მსუბუქი და საშუალო სიმძმის სიმპტომები და ნორმალური იმუნიტეტის მქონე პაციენტები. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა იყოს მაგ. ფენტიკონაზოლით 1 კაფსულა 600 მგ. ინტრავაგინალურად ძილის წინ და 3 დღის შემდეგ მეორე კაფსულა, ან ფენტიკონაზოლის ვაგინალური კრემით, აპლიკატორის მეშვეობით დილით და საღამოს – 7 დღის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია ვულვიტის მკურნალობა ფენტიკონაზოლის კრემის ზედაპირულად მოთავსებით. მისი ეფექტურობა 100%-მდეა და ამიტომ არჩევის პრეპარატია სოკოვანი ინფექციების დროს.
მკურნალობის ჩატარების შემდგომ, როგორ გავიგოთ რომ განვიკურნეთ?
გაურთულებელი ინფექცია, მკურნალობას ექვემდებარება რამდენიმე დღის განმავლობაში, გართულებულს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე კვირამდე.
სიმპტომების განმეორების შემთხვევაში, ხელახლა უნდა ჩატარდეს გამოკვლევა, რადგან გამოვრიცხოთ სხვა გამომწვევი.
მკურნალობის დროს სქესობრივი კავშირი შესაძლებელია?
არ არსებობს სქესობრივი კავშირის სამედიცინო უკუჩვენება სოკოვანი ვულვოვაგინიტის დროს, უბრალოდ ინფექციით გამოწვეული ჩივილების გამო, შესაძლოა ეს ყველაფერი არაკომფორტული იყოს.
უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სქესობრივ პარტნიორს?
სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა საჭიროა, როდესაც მასაც აქვს კლინიკურად გამოხატული სიმპტომები ან არის ეჭვი, რომ ქალის რეინფიცირების მიზეზი პარტნიორია.
როდის ხდება მიკოზების პროფილაქტიკა?
პროფილაქტიკა შესაძლოა ჩატარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობისას,იმ შემთხვევაში თუ გამოიხატება სოკოვანი ინფექციის სიმპტომატიკა.