სტატისტიკა
ცნობიერების დონე ვაგინალური მიკოზის შესახებ
ვაგინალური მიკოზი (სოკოვანი ინფექცია) ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო მრავალი მცდარი წარმოდგენა და ინფორმაციული ხარვეზი არსებობს.
მიზანი
საქართველოს ახალგაზრდა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარდა ონლაინ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალებში ვაგინალური მიკოზის შესახებ ცნობიერების შეფასებას, ასევე მითებისა და რეალობის გარკვევას.
მეთოდოლოგია
კვლევა ჩატარდა ანონიმური ონლაინ კითხვარის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 255-მა ქალმა. კითხვარი მოიცავდა თემებს, როგორიცაა ვაგინალური მიკოზის გამომწვევი ფაქტორები, სიმპტომების აღქმა და მკურნალობის მიდგომები.
შედეგები
ცნობიერება რისკ-ფაქტორების შესახებ
- მონაწილეთა 55%-მა სწორად დაასახელა ვაგინალური მიკოზის გამომწვევი ძირითადი ფაქტორები (ანტიბიოტიკების მიღება, ჰორონალური ცვლილებები, იმუნური სისტემის დაქვეითება, და ა.შ.).
- ხოლო 45% კი ვაგინალური მიკოზის გამომწვევი ძირითადი ფაქტორების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
ცნობიერება რისკ-ფაქტორების შესახებ
ცნობიერება პრევენციის გზების შესახებ
ცნობიერება პრევენციის გზების შესახებ
- გამოკითხულთა 61%-მა სწორად დაასახელა ვაგინალური მიკოზის პრევენციის გზები.
- ხოლო 39%-მა არ იცოდა ან არასრულად იცოდა ვაგინალური მიკოზის პრევენციის გზები.
წარმოდგენები ექიმთან მიმართვის შესახებ
- გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ მიკოზის სიმპტომების (ქავილი, წვა, გამონადენი) შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
- ხოლო 40%-მა აღნიშნა, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ რამდენად არის საჭირო აღნიშნული სიმპტომების დროს ექიმთან მიმართვა და მიმართავენ თვითმკურნალობას.
წარმოდგენები ექიმთან მიმართვის შესახებ
წარმოდგენა ინფორმირებულობის დონის შესახებ
- გამოკითხულთა 55% თვლის რომ მას სჭირდება დამატებითი ინფორმაცია ვაგინალური მიკოზის შესახებ.
- ხოლო 45% თვლის რომ საკმარის ინფორმაციას ფლობს დაავადებაზე.
წარმოდგენა ინფორმირებულობის დონის შესახებ
ინფორმირებულობის დონე და ზოგად შედეგები
- ვაგინალურ მიკოზთან დაკავშირებული ყველა კითხვას სწორი პასუხი მხოლოდ 15 %-მა გასცა.
- ხოლო 85%-მა ზოგიერთ ან ყველა კითხვას გასცა არასწორად პასუხი.
ინფორმირებულობის დონე და ზოგად შედეგები
დასკვნები და რეკომენდაციები
აღნიშნული კვლევის შედეგები მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალებისთვის სანდო და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდება ინტიმური ჯანმრთელობის შესახებ.
საინტერესოა ის გარემოებაც რომ ყველა კითხვაზე სწორად უპასუხა მხოლოდ 15%-მა, ხოლო 85% ფიქრობს რომ საკმარის ინფორმაციას ფლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზ უსვამს სწორი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას გავრცელებული ცრურწმენების საწინააღმდეგოდ.
პრობლემის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია მოხდეს საგანმანათლებლო კამპანიების გაძლიერება, მითების დამსხვრევა და პროფილაქტიკური მიდგომების პოპულარიზაცია.