მითები და რეალობა
გავრცელებული მითები – ეს ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში სხვადასხვა დაბრკოლებას წარმოქმნის. სწორი და სანდო ინფორმაციის ფლობა განაპირობებს დაავადების ადრულ ეტაპზე აღმოჩენას, დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას. ვულვოვაგინალური ჯანმრთელობა, ქალის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ვაგინალური კანდიდოზი (ან გენიტალური სოკოვანი ინფექცია) დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით მთელს მსოფლიოში ქალების დაახლოებით 75%-ს აღენიშნება ზემო აღნიშნული დაავადების მინიმუმ ერთი ეპიზოდი, ხოლო 40%-45%-ს – მისი რეციდივი.
მითი 1: სოკოვანი ინფექციით მხოლოდ ქალები შეიძლება დაინფიცირდნენ
დაინფიცირების რისკი ზოგადად ქალებში უფრო ხშირი და მაღალია, თუმცა სოკოვანი ინფექცია შესაძლებელია გამოუვლინდეთ მამაკაცებსაც, რადგან კანდიდა, ანუ სოკოს სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციურ დაავადებას, თითოეული ადამიანის ორგანიზმშია. მისი გამწვავებისა და გამოვლენისთვის კი ხელსაყრელი პირობებია საჭირო, მაგალითად როგორიცაა: მაღალი ტენიანობა, სველი და მოტკეცილი საცვლების ან საცურაო კოსტუმის დიდხანს ტარება, დაქვეითებული იმუნიტეტი, ჰორმონული ცვლილებები (მაგ. როდესაც მომატებულია ესტროგენის დონე) და სხვა.
მითი 2: ვაგინალური კანდიდოზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა
ვაგინალური კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, თუმცა სქესობრივი კავშირი შეიძლება იყოს ხელისშემწყობი ფაქტორი. დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, ჰიგიენის წესების სწორი დაცვა პარტნიორებში და ცხოვრების ჯანსაღი წესი. წამყვანი დამხმარე საშუალება სოკოვან ინფექციებთან წინააღმდეგ ბრძოლაში არის ანტიფუნგალური მედიკამენტები (მაგალითად ფენტიკონაზოლის შემცველი კრემი 2% 78გ და ვაგინალური კაფსულები – 1000 მგ N1, 600 მგ N2 – რომლებიც მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სინთეზური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს წარმოადგენენ და გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ). ამ ინფექციასთან დაკავშირებული შემდგომი გართულებების, დისკომფორტისა და განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით სქესობრივმა პარტნიორებმა ერთდროულად უნდა გამოიყენონ ზემოთ აღნიშნული პროდუქცია.
მითი 3: სოკოვანი ინფექცია და ორსულობა
სოკოვანი ინფექციები ხშირია ორსულობის დროს, რადგან ჰორმონების ცვლილებამ შეიძლება დაარღვიოს საშოს ნორმალური ფიზიოლოგიური pH ბალანსი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესტროგენის დონე მომატებულია.
ორსულობის დროს სიმპტომები განსაკუთრებით შეიძლება იყოს შემაწუხებელი და გავლენა მოახდინოს დედის ცხოვრების ხარისხზე
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: მოთეთრო, მოყვითალო ხაჭოსებრი გამონადენი სასქესო გზებიდან, ქავილი, წვა, დისკომფორტის შეგრძნება გარეთა სასქესო ორგანოების არეში.
ვაგინალური კანდიდოზის პრევენცია მნიშვნელოვანია ორსულობის დროს. ინფექციების პრევენცია ხელს უწყობს დედის საერთო ჯანმრთელობისა და კომფორტის შენარჩუნებას.
არანამკურნალებმა შემთხვევებმა შესაძლებელია გაზარდოს გართულებების რისკი, როგორიცაა მაგალითად საშარდე გზების ინფექციები და, ზოგიერთ შემთხვევაში, მშობიარობის შემდგომი ინფექციები.
მითი 4: თუ ქალს ერთხელ განუვითარდა გენიტალური სოკოვანი ინფექცია, ეს ნიშნავს ამ ინფექციის მუდმივად არსებობას
მიუხედავად იმისა, რომ პირველადი დაიმფიცირება არ ნიშნავს ამ დაავადების მუდმივ არსებობას, ზოგიერთ ქალს შესაძლბელია აღენიშნებოდეს ინფექციის რეციდივი.
საბედნიეროდ, კანდიდოზის მკურნალობა ხელმისაწვდომი და საკმაოდ მარტივია. დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია – ჰიგიენის დაცვა ( არ გამოიყენოთ სურნელოვანი საპნები, ვეცადოთ,მოვერიდოთ უხეშ ქიმიკატებს და ავირჩიოთ პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებით, რომლებიც ამცირებს გაღიზიანების ან ალერგიული რეაქციების რისკს), თავი ავარიდოთ მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას და მივსდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.