ვაგინალური მიკროფლორა
ქალური ჯანმრთელობის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის ვაგინალური მიკროფლორა, მიკრობიოტა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია.
ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე წყლების არადროული დაღვრა, ზოგიერთი შეწყვეტილი ორსულობა, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ვაგინალური მიკრობიოტას დარღვევასთან.
საშოს და საშვილოსოს მიკრობიოტა სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
ჯანმრთელი ვაგინალური მიკრობიოტა წარმოდგენილია 95% ლაქტობაქტერიებით.
5% ს წარმოადგენს პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები: Mobiluncus, Gardnerella, Candida albicans და ასე შემდგეგ..
გარკვეულ გარემოებებში ლაქტობაცილების რაოდენობა მცირდება და აქტივირდებიან პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელთაგან ყველაზე ხშირად გვხვდება სოკო – Candida albicans. ამ ტიპის სოკოს აქვს მაღალი ადჰეზიური უნარი და ადვილად ეჭიდება ვაგინალურ ეპითელიარულ უჯრედებს, აქტივირდება და პროგრესირებს. ეს პროცესი იწვევს შემდგომ სიმპტომო კომპლექსს:
სიწითლე, ქავილი, წვა, უხვი რაოდენობით გამონადენი საშოდან, კანის სიმშრალე, ნახეთქები და წყლულები.
რა უნდა ვიცოდეთ კანდიდოზური ვულვოვაგინიტის შესახებ?
არსებობს მორეციდივე ვულვოვაგინიტის რთული ფორმები, რომლის მკურნალობის სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ექიმმა.